LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

40 000 ლარს ზემოთ შემოსავლის მქონე ფიზიკური პირები მსუბუქი ავტომობილის ფლობისათვის გადასახადს გადაიხდიან

36

40 000 ლარს ზემოთ შემოსავლის მქონე ფიზიკური პირები მსუბუქი ავტომობილის ფლობისათვის გადასახადს გადაიხდიან. გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. ცვლილებები თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ საკრებულოს 2014 წლის დადგენილებაში შევიდა.

გადაწყვეტილების თანახმად, 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში ფიზიკურმა პირებმა ავტომობილის საბაზრო ღირებულების 0.2%, ხოლო 100 000 ლარს ზემოთ –  საბაზრო ღირებულების 0.8% უნდა გადაიხადონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები