დაფიქრებულხართ იმაზე, რომ რაც უფრო მეტი წელი გემატებათ წონის დაკლებაც უფრო და უფრო რთულდება? ეს მიდგომა თითქოს წლებთან ერთად ჩამოყალიბდა და შესაძლოა, მართლაც რთული დასაძლევი იყოს, თუკი ამის მართლაც გჯერათ.
ახალი კვლევით დადასტურდა, რომ ჩვენი მეტაბოლიზმი 20-დან 60 წლამდე დიდად არ იცვლება. 60 წლის შემდეგაც წელიწადში მაქსიმუმ 1%-ით გაუარესდეს. ეს კი ძალიან კარგი ამბავია!
ჩვენ იმაზე უკეთ შეგვიძლია ვაკონტროლოთ ჩვენი მეტაბოლიზმი, ვიდრე გვეგონა.
მაშინ რატომაა რთული წონის კლება ასაკთან ერთად? პასუხი მარტივია, ჩვენ უფრო დაკავებულები ვართ, მეტი სტრესი გვაქვს და ახალი ჩვევების ჩამოყალიბებაც სერიოზულ გამოწვევადაა ქცეული.
არადა არსებობს რამდენიმე პროდუქტი, რომელიც სასურველი ფორმის მიღებას მაქსიმალურად გაგიმარტივებთ.
1. ორაგული
ჯანსაღი თევზი, რომელიც პროტეინითა და ომეგა-3 ცხიმებითაა მდიდარი. ცილებით სავსე საკვების დახმარებით შიმშილი მალე არ შეგაწუხებთ და დღის განმავლობაში ნაკლები კალორიის მიღებით დაკმაყოფილდებით.
2. კვერცხი
გარდა იმისა, რომ კვერცხი ცილებითაა მდიდარი, მასში ასევე დიდი რაოდენობითაა ვიტამინი D და რკინა.
3. ბერძნული იოგურტი
განსხვავებით სხვა იოგურტებისგან, ბერძნული იოგურტი ორჯერ უფრო მეტ პროტეინს შეიცავს. იოგურტში სასარგებლო ხილის დამატებით, მას კიდევ უფრო გემრიელს გახდით და სასურველი შედეგისკენ უფრო ახლოსაც მიხვალთ.
4. ედამამე
ედამამე სუპერ საკვებია და ამისთვის სერიოზული მიზეზი არსებობს. ეს საკვები ცილით, ბოჭკოთი და ნატურალური ესტროგენითაა მდიდარი.