LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 წლიან შუალედში, იმპორტირებული მედიკამენტების თვითღირებულება ლარში 41%-ითაა გაზრდილი

63
b4ba34cb798f8c19d948a1148175f85f_XL

ქვეყანაში, 2021 წლის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 10450 დასახელების მედიკამენტი. 3213 აფთიაქის ოპერირებას 1712 ეკონომიკური აგენტი ახორციელებს. 10 და მეტი აფთიაქი გააჩნია 12 კომპანიას – სულ 1238 აფთიაქი. 3 ყველაზე მსხვილი კომპანია ფლობს 927 აფთიაქს, – ამის შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც განსახილველად პარლამენტს წარედგინა.

ამავე დოკუმენტის თანახმად, 2020 წელს, 2016 წელთან შედარებით, იმპორტირებული მედიკამენტების თვითღირებულება ლარში გაზრდილია 41%-ით, ხოლო ამერიკულ დოლარში 7%-ით, შესაბამისად, თვითღირებულების ზრდა 34%-ით პირდაპირ კავშირშია ლარის გაცვლითი კურსის ცვლილებასთან ან/და შესასყიდი მედიკამენტების თვითღირებულების ზრდასთან უცხოურ ვალუტაში.

2016-2020 წლებში, ბაზრის იმპორტის დონეზე კონცენტრაციის მაჩვენებელი – HHI ინდექსი, სტაბილურად ზომიერად კონცენტრირებული ნიშნულის ფარგლებშია (1289-1799), ხოლო იმპორტიორ ეკონომიკურ აგენტთა რაოდენობა 156-დან 180 ერთეულ კომპანიამდე მერყეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები