LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4-წლიან სამომხმარებლო სესხს ვეღარ აიღებთ – ეროვნულმა ბანკმა ახალი გადაწყვეტილება მიიღო

631
08

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს ფიზიკური პირების დაკრედიტების ტემპის შემცირების მიზნით, ახალი გადაწყვეტილება მიიღო. სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობა, რაც ამჟამად 4 წლით არის განსაზღვრული, 3 წლამდე შემცირდება.

“მიმდინარე პერიოდში სამომხმარებლო სესხების ჭარბი ზრდის ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლის შემცირების მიზნით, მიზანშეწონილად მივიჩნევთ სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის შემცირება. ამ ცვლილების გაანალიზების და საბანკო სექტორთან განხილვის შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება ვადის 3 წლამდე შემცირების შესახებ. ეს ცვლილება ძალაში 15 აგვისტოდან შევა და ერთი წლის განმავლობაში იქნება ძალაში,” – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელი, 3 აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად, 11.0 პროცენტზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს და გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები