Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
“4 წელი ვიყავით შეყვარებულები…არაჩვეულებრივი პიროვნებაა და ყოველთვის მაოცებს საკუთარი გადაწყვეტილებებით” – ნანა სტამბოლიშვილი მეუღლეზე – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“4 წელი ვიყავით შეყვარებულები…არაჩვეულებრივი პიროვნებაა და ყოველთვის მაოცებს საკუთარი გადაწყვეტილებებით” – ნანა სტამბოლიშვილი მეუღლეზე

1479
BeFunky-collage - 2022-10-23T232008.007

ქართველი მსახიობი ნანა სტამბოლიშვილი, რომელიც პოპულარულ თურქულ სერიალში მთავარ როლს ასრულებს, ნოე სულაბერიძის გადაცემაში ოჯახისა და მეუღლის შესახებ საუბრობს.

როგორც ნანუკა აღნიშნავს, მისი მეუღლე, ლაშა მგელაძე კაბადოკიაში გასტროლზე გაიცნო და 4 წლის შემდეგ დაქორწინების გადაწყვეტილება მიიღეს.

“16 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი მეუღლე გავიცანი. უნივერსიტეტის ანსამბლში გადავედი და წავედით გასტროლზე კაბადოკიაში. მაშინ ჩემი მეუღლის მამა იყო უნივერსიტეტის რექტორი. გასტროლზე გამოგვაყოლა თავისი შვილი და სწორედ იქ გავიცანი ლაშა მგელაძე, არაჩვეულებრივი პიროვნება, ყველასგან განსხვავებული. 4 წელი ვიყავით შეყვარებულები და შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავქორწინებულიყავით. ყოველთვის მაოცებს მისი გადაწყვეტილებებით, ესეც ჩემთვის მოულოდნელი იყო, არ ველოდებოდი, იმიტომ, რომ იმიტომ. (გულისხმობს თურქულ სერიალში მთავარი როლის შესრულებას). მენატრება და ხშირად ჩამოდის ხოლმე”, – საუბრობს ნანა სტამბოლიშვილი.

ამავე თემაზე:

ვიდეო: “მოვიდნენ ქალბატონები და მითხრეს: შეიძლება ჩაგეხუტოთ, საქართველოს სურნელი გაქვსო” – ნანა სტამბოლიშვილი

ვიდეო: როგორ სწავლობს ნანა სტამბოლიშვილი თურქულ სიმღერას – კადრები გადასაღები მოედნიდან

“თქვენი შეფასება ჩემთვის მნიშვნელოვანია”: თურქული სერიალი ნანა სტამბოლიშვილის მონაწილეობით დღეს დაიწყება: ნახეთ სად შეძლებთ ყურებას

ვიდეო: ,,მიყვარხარ” – ნანა სტამბოლიშვილი თურქული სერიალის პატარა გმირს ქართულს ასწავლის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები