LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 წელი ნასიონალში: გიორგი არაბიძე პორტუგალიაში მიდის

92

გიორგი არაბიძე კარიერას პორტუგალიაში გააგრძელებს – ინფორმაციას კლუბ „ნაციონალის“ პრეს-სამსახური ავრცელებს – 20 წლის ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა „ნასიონალთან“ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

„თავისი მცირე ასაკის მიუხედავად, მან უკვე 4-ჯერ ითამაშა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. შეუძლია ითამაშოს 10-ნომრად და ასევე ფლანგის თავდამსხმელად“ – წერს „ნასიონალის“ პრეს-სამსახური.

შეგახსენებთ, რომ არაბიძე 2015 წელს თბილისის „ლოკომოტივიდან“ დონეცკის „შახტარში“ ჩაირიცხა, მაგრამ სათამაშო პრაქტიკა მხოლოდ დუბლშემადგენლობაში ჰქონდა და უკრანიდან წასვლა გადაწყვიტა.

გიორგი უკვე პორტუგალიაშია.

„ვერც წარმოვიდგენდი, რომ ასეთ გარემოში მოვხვდებოდი და ძალიან კმაყოფილი ვარ. ველაპარაკე მთავარ მწვრთნელს, კოშტინიას, რომელმაც პორტუგალიის ნაკრებში 50-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა, ევროპის ვიცე-ჩემპიონია და მადრიდის “ატლეტიკოში” უთამაშია. ეს კაცი მენდო და მითხრა, რომ თამაშები და დრო მექნება – პრეზიდენტმა, მწვრთნელებმა და მთელმა გუნდმა კარგად მიმიღეს. ფეხბურთელს მეტი რა უნდა, უნდა მოინდომო, ეს ნდობა რომ გაამართლო” – განაცხადა არაბიძემ.

არაბიძის ახალი კლუბი დასრულებულ სეზონში პორტუგალიის რანგით მეორე, სეგუნდა ლიგაში გამოდიოდა, პირველ ადგიზლე გავიდა და პრიმერა (უმაღლესი) ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები