LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 თვეში საქართველოს აეროპორტები თითქმის მილიონ-ნახევარ მგზავრს მოემსახურა

99
2

2019 წლის 4 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში – 1,450,847 მგზავრს მოემსახურა, რაც 20%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2018 წელი 1,208,422 მგზავრი).

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, აპრილში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი  ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აპრილში 331,523 მგზავრს მოემსახურა, რაც 12 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 296,163 მგზავრი ). 4 თვის ჭრილში კი მგზავრთნაკადმა 11%  მეტი შეადგინა (2018 წელი 1,020,104 მგზავრი).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2019 წლის აპრილში 67%-ით გაიზარდა და 67,530 მგზავრი შეადგინა (2018 წელი 40,413 მგზავრი). რაც შეეხება 4 თვის მონაცემებს, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი  224,314 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 89% მეტია. (2018 წელი 118,433 მგზავრი).

ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2019 წლის აპრილში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 36,532  მგზავრმა ისარგებლა, რაც 16%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 31,501 მგზავრი). 4 თვის ჭრილში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 30%-ით გაიზარდა და 88,448 მგზავრი შეადგინა. (2018 წელი 68,261 მგზავრი).

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიის აეროპორტი 4 თვეში 1,626 მგზავრს მოემსახურა, რაც 16%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 1,406 მგზავრი).

ამბროლაურის აეროპორტით, 2019 წლის პირველ 4 თვეს 261 მგზავრმა ისარგებლა, რაც 20% მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 218 მგზავრი).

ჯამში, 4 თვეში ადგილობრივი აეროპორტებით 1,887 მგზავრმა ისარგებლა, რაც 16%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას (2018 წელი 1,624 მგზავრი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები