LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 სექტემბრიდან გზებზე მანქანების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება – ჯარიმების ოდენობა

143
Screenshot_2-3-758x399

2023 წლის 04 სექტემბრიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება.

კონტროლს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟები, სპეციალური ხელსაწყოებით, მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ნორმისა და წესის შესაბამისად განახორციელებენ.

„სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით, დარღვევის განმეორების შემთხვევაში (იგივე ქმედება ჩადენილი პირველი დაჯარიმებიდან 15 დღის შემდეგ) – 300 ლარით, ბოლოს დადებული სახდელიდან 15 დღის შემდეგ სამართალდარღვევის კვლავ განმეორების შემთხვევაში – 600 ლარით. იურიდიული პირი კი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორებით შემთხვევაში – 1500 ლარით, მესამედ განმეორების შემთხვევაში – 3000 ლარით.

გამონაბოლქვის შემადგენლობის შემოწმებაზე თავის არიდება ისჯება იგივე სანქციით.

ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამარალდამრღვევს, ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.

პირი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის გამოვლენიდან 2 საათის განმავლობაში, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, მფლობელი ან/და მესაკუთრე, თავისი ხარჯით, სათანადო სატრანსპორტო საშუალებას აკრედიტებულ ინსპექტირების ცენტრში ჩაუტარებს ინსპექტირებას და დადგინდება, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვი დადგენილ ნორმას შეესაბამება.

გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის კონტროლი საქართველოს 4 დიდ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში განხორციელდება.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვისა და ეკოტრანსპორტის დანერგვის ხელშეწყობის საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის მიერ დამტკიცებული რეკომენდაციის საფუძველზე, საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წარმოადგინა საკანონმდებლო ინიციატივა – გზებზე ვიზუალურად ხილვადი გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის კონტროლის თაობაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა”, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.