LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 რჩევა, როგორ ავიცილოთ თავიდან სურდო და გაციება

273

ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო, სურდოსა და გაციების რიცხვმა თანდათან იმატა. როგორც ექიმები ამბობენ, ვირუსული ტიპის გაციებისას, აუცილებელია ბევრი სითხის მიღება, რეკომენდებულია თაფლიანი და ლიმონიანი ცხელი ჟოლოს ჩაის მიღება. თუმცა, გაინტერესებთ როგორ აიცილოთ თავიდან არასასურველი სურდო და გაციება? აი რას გვირჩევენ გამოცდილი სპეციალისტები.

 

მოერიდეთ ხელების სახესთან მიტანას

 

ეს რჩევა უცნაურად და მარტივაd შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ შესასრულებლად არც თუ ისე ადვილია. როგორც Clinical Infectious Desiases ექიმები ამბობენ, ადამიანი საშუალოდ 3.6-ჯერ ეხება სახეს საათში. მათივე ინფორმაციით მსგავსი ქმედება ვირუსული დაავადებების რისკს ამაღლებს. განსაკუთრებით სახიფათოა თითების ცხვირთან ან პირთან მიტანა, რომელიც დაავადების რისკს 41% ზრდის. სწორედ ამ დასკვებიდან გამომდინარე, მსოფლიოს წამყვანი ვირუსოლოგები გვირჩევენ, რომ რაც შეიხება ნაკლებად ვიკონტაქტოთ ჩვენს სახესთან, მითუმეტეს იმ შემთხვევაში თუ ხელების დაბანას ხშირად ვერ ვახერხებთ.

 

ეცადეთ გამოიძინოთ სრულად

გამოკვლევების მიხედვით, რომელიც ჟურნალ Sleep-ში გამოქვეყნდა დამტკიცდა, რომ ადამიანები რომლებსაც ძილის ნაკლებლობა აქვთ, ოთხჯერ უფრო მეტად ადვილად ცივდებიან. როგორც გამოკვლევის ავტორები წერენ, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ძილის ნაკლებობა ნეგატიურად აისახება ადამიანის იმუნურ სისტემაზე, რომელიც სწორედ ვირუსებისგან და სურდოსგან გვიცავს. მიუხედავად იმისა, რომ აქტიური ცხოვრების რიტმი გამოძინების საშუალებას ნაკლებად გვაძლევს, ეცადეთ მაქსიმალურად ინებივროთ სიზმრებში, რაც თქვენს იმუნიტეტს ერთიორად გააძლიერებს.

 

იარეთ სპორტდარბაზებში

ზამთრის ცივი დღეების პირობებში აუცილებლად მიყევით უკვე არსებულ სავარჯიშო გრაფიკს და ეცადეთ, არ გადაუხვიოთ მას. ხოლო თუ ჯერ კიდევ არ დაგიწყიათ სპორტდარბაზში სიარული, აუცილებლად გაეშურეთ უახლოესისკენ. სხეულის აქტიური დატვირთვა ორგანიზმს გაჯანსაღებაში ეხმარება და ამაღლებს იმუნიტეტს. კვლევებით დამტკიცდა, რომ ადამიანებს რომლებიც აქტიურად ვარჯიშობენ 47%-ით უფრო ძნელად ერევათ სურდო და გაციება, ვიდრე მოდუნებული სხეულის მქონე ადამიანებს. იმისათვის, რომ იმუნური სისტემა გაიძლიეროთ ეცადეთ დღეში ნახევარი საათის განმავლობაში კარდიო ვარჯიშები შეასრულოთ.

 

ჩაეხუტეთ ხშირად

გაციების საწინააღმდეგო პროფილაკტიკა თქვენს ხელშია… გამოკვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ ადამიანები რომლებიც 24 საათის განმავლობაში ერთხელ მაინც ეხვევიან ერთმანეთს, უფრო მეტად იმუნურები არიან ვირუსების წინააღმდეგ. რაც განპირობებულია იმ ფაქტორით, რომ სხვა იმუნურ სისტემასთან კონტაქტის დროს ორგანიზმი უფრო ბრძოლისუნარიანი ხდება და ტემპერატურის ცვლილებადობას მომზადებული ხვდება. გარდა ამისა, სასიამოვნო ადამიანებთან ახლო კონტაქტი ბედნიერების ჰორმონებზეც მოქმედებს, რაც თქვენს ცხოვრებას უფრო ხალისიანს და ღიმილიანს ხდის. სწორედ ამიტომ, ექიმები გვირჩევენ 24 საათის განმავლობაში ერთხელ მაინც მოვეხვიოთ მეგობარს, მეორე ნახევარს თუ უბრალოდ ნაცნობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები