აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში 7 შვილიანი ოჯახის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც ჩოხტაურის რაიონში, უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. მისივე ინფორმაციით, ოჯახს სოციალური დახმარება შეჩერებული აქვს.
“ოთხი ბავშვია, 6 წლის, 4-ის, 3-ის და პატარა 2 თვისაა. საჭმელს მეზობლები აძლევენ ზოგჯერ ცოტას, ბოლო დღეები ცარიელ ღორის ქონს ჭამდნენ.არ აქვთ არცერთი სკამი, მაგიდა, ჭურჭელი, ტანსაცმელი, ტელევიზორი და ასეთი რამე ხომ სულ სულ არა, მეზობლებმა ათხოვეს რაღაცეები. სახლში მიწაზე დადიან,”- წერს აკა სინჯიკაშვილი.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=1964479903580924&set=a.693134240715503.1073741826.100000567999481&type=3&theater