მიუხედავად იმისა, რომ პანდემიური შეზღუდვები შემსუბუქდა, Covid-19 არსად წასულა და მრავლობითი მუტაციების დამსახურებით ისევ ჩვენთანაა. მედიკოსთა საერთაშორისო ჯგუფი თანხმდება, რომ საშიშროება ჯერ კიდევ დიდია და არსებობს ადგილები, რომლებსაც განსაკუთრებით უნდა მოვერიდოთ, რათა რისკები მინიმუმამდე იყოს შემცირებული.
1. საავადმყოფოები
არაერთი კვლევით დასტურდება, რომ სამედიცინო მუშაკების Covid-19-ით დაავადების რისკი 7-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე მათი ვისაც ამ პროფესიასთან შეხება არ აქვს. ასე რომ საავადმყოფოში ინფიცირების შანსი რომ მეტია, ამას ბევრი საუბარიც არ უნდა.
2. აუცრელი ქალაქები
ექსპერტების აზრით, კოვიდ-აფეთქებები განსაკუთრებით იმ რეგიონებშია მოსალოდნელი სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია.
3. თვითმფრინავი
საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნა, თუმცა ექიმები ფიქრობენ რომ ეს გადაწყვეტილება სწორი არ ყოფილა. მართალია, პანდემიის პიკის დროს თვითმფრინავები უსაფრთხო ადგილად ითვლებოდა, თუმცა ეს აზრი მეცნიერულად დამტკიცებული არასდროს ყოფილა.
4. ხალხმრავალი ივენთები
პირბადის ტარების ვალდებულება მოხსნილია, თუმცა ნიღაბი ინფექციის თავიდან არიდების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. არ დაგავიწყდეთ, რომ ნიღბის ტარებით თქვენს თავსაც იცავთ და გარშემომყოფებსაც.