4-5 ბალიანი მიწისძვრის შემთხვევაში, თბილისის და სხვა დიდი ქალაქების ნახევარზე მეტი ნანგრევებად იქცევა – ასე ეხმაურება მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი ბათუმის ტრაგედიას. მისი თქმით, უსერიოზულესი გამოწვევის პირისპირ ვდგავართ.
„სამწუხაროდ ეს ტრაგედია 1 კვირაში არავის ემახსოვრება… როგორც არავის ახსოვს ქობულეთის ხანძარი, ბათუმის ხანძარი, ნაძალადევში და ნუცუბიძეზე მიშენებების ჩამონგრევა და კიდევ სხვა…
ვდგავართ უსერიოზულესი გამოწვევის პირისპირ! მემკვიდრეობით „გვერგო” კატასტროფულად ავარიული საცხოვრებელი ფონდი. 4-5 ბალიანი მიწისძვრის შემთხვევაში, თბილისის და სხვა დიდი ქალაქების ნახევარზე მეტი ნანგრევებად იქცევა“, – ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.
მისივე თქმით, დაუყოვნებლივ დასაწყებია ავარიულ შენობებთან მიმართებაში პოლიტიკის შემუშავება…
შეგახსენებთ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7-სართულიანი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს მოულოდნელად ჩამოინგრა, შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა.