LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„4-4 პოლიციელი მეჭიდავა – ეს არის ჯარიმების ქალაქი, ჩვენი მთავრობა მეტს არაფერს აკეთებს“ – გორში გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ

171
გარემოვაჭრეები

გორში გარემოვაჭრეები ვაჭრობის უფლებას ითხოვენ და შესაბამისი მოთხოვნით აქციას მართავენ.

მედიის ინფორმაციით, ადგილზე ამ დროისთვის, საპატრულო პოლიცია და მუნიციპალური სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული და დახლების გაშლის უფლებას არ აძლევენ.

გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ მათ პოლიცია ძალის გამოყენებით უსწორდება. რამდენიმე მოვაჭრე შეუძლოდაც გახდა.

„გუშინ, რომ გამოვიტანეთ ეს „სეტკები“, გამოიძახეს კრიმინალური პოლიცია. 4-4 პოლიციელი მეჭიდავა, არ მინდოდა, რომ „სეტკები“ გადაეყარათ. იმ „სეტკაში“ ხომ ფული გვაქვს მიცემული.

მაგიდები მქონდა და ის ნაგავსაყრელზე წაიღეს. გორი არის ჯარიმების ქალაქი, მეტს არაფერს აკეთებს ჩვენი მთავრობა“. – ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

ფოტო: „ტვ პირველი“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები