გორის გვირაბში ტრაილერმა ვინტილაციის სისტემა დააზიანა. როგორც პოლიციამ გაარკვია, ტრაილერის გაბარიტები იმ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, რაც ნორმით დაშვებულია. ამის შესახებ ინფორმაციას qartli.ge ავრცელებს.
სატრანსპორტო საშუალების სიმაღლე ნაცვლად 4.5 მ-ისა, 4.80 მ სიმაღლის აღმოჩნდა.
სატვირთო მანქანას თურქეთის მოქალაქე მართავდა. პოლიცია არკვევს, თუ რა ფორმით მოხდეს მძღოლის დაჯარიმებას.