LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

39 წლის ალესანდრა ამბროსიო ლეოპარდის პრინტიანი კომბინეზონით გამოჩნდა

304
safe-image

როგორც ჩანს, „ვიქტორიას სიკრეტის“ ანგელოზს, ალესანდრა ამბროსიოს ლეოპარდის პრინტი საოცრად მოსწონს. გასულ თვეს, 39 წლის მოდელი  გალმურული,  ლეოპარდის პრინტიანი პირბადით გამოჩნდა.

მუდამ მოდური - ალესანდრა ამბროსიო საყიდლებზე ლეოპარდის პრინტიანი ნიღბით

„ვიქტორიას სიკრეტის“ ანგელოზი ყოველდღიურ ტანისამოსში იყო გამოწყობილი, სპორტული შარვალი და  მაისური, აღნიშნულ ლუქს კი მოდელმა ლეოპარდის პრინტიანი პირბადე შეუხამა

ამჯერად კი ვარსკვლავი ლოს-ანჯელესის ქუჩებში, ლეოპარდის პრინტიანი, მოკლე კომბინეზონით დააფიქსირეს. მოდელს თმა მაღლა ჰქონდა აწეული, ფეხზე სანდლები ეცვა, ლუქს ღია ფერის პირბადე ასრულებდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ლეოპარდის პრინტის ტანისამოსს გლამურულ საზოგადოებაში საკმაოდ ხშირად ირგებე. თუმცა, აღნიშნული პრინტიანი კომბინეზონი ხშირად არ გვინახავს, ამიტომ საზოგადოებაში ამბროსიოს ლუქმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

„ალესანდრამ მოდაში ახალი ტრენდი შემოიტანა“, –  წერენ სოციალურ ქსელში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები