კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევიდან სამის ინფიცირების წყარო ლილოს ბაზრობას უკავშირდება, ასევე ვირუსი დაუდასტურდა სამედიცინო პერსონალის ორ წარმომადგენელს. ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
ინგოროყვას კლინიკის ერთ-ერთ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა
ამასთან, მისი თქმით, ხუთი შემთხვევა იმპორტირებულია.
„13 პაციენტის განაწილება ასეთია: სამი პაციენტის ინფექციის წყარო გახლავთ ლილოს ბაზრობა; ერთი პაციენტის – გაჩიანი; ხუთი შემოტანილი შემთხვევაა და აქედან ოთხი სატვირთო ავტომობილის მძღოლია; ერთი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი; ორი – სამედიცინო პერსონალი. ერთი შემთხვევაში კი, კონტაქტებისა და წყაროს მოძიებაზე ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.კოვიდცენტრებში ამჟამად, 222 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს.
საქართველოში დღეს კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის სულ 1 117 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 917 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.