კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა მსოფლიოში 38 მილიონს გადააჭარბა. ეპიდემიის ყველაზე ცხელი წერტილი კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც შემთხვევების რიცხვი დრამატულად მატულობს.
გრძელდება შეზღუდვების დაწესების პროცესებიც – ჩეხეთი დღეიდან ნოემბრის დასაწყისამდე ბარებს, კლუბებსა და რესტორნებს ხურავს. 6 ადამიანამდე შემცირდება საჯარო ადგილებში შეკრების დასაშვები რაოდენობა, აიკრძალება საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლის მოხმარება და სავალდებულო გახდება გაჩერებებზე პირბადის ტარება.
ბრიტანეთის მთავრობამ ლივერპულში შეზღუდვები დააწესა.
საფრანგეთში მაისის შემდეგ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების რიცხვმა რეკორდულ ნიშნულს მიღწია.
რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს – ბოლო 24 საათში რუსეთში 125, თურქეთში 58, სომხეთში კი 6 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.