LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“38 კოვიდინფიცირებული კრიტიკულად მძიმეა, აქედან 31 მართვით სუნთქვაზეა

82
BeFunky-collage - 2020-10-02T112712.666

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში ინფივცირებულთა რიცხვი 453-ით გაიზარდა და საერთო ჯამში 7 073 გახდა. მარინა ენდელაძის განმარტებით, საქართველოში სხვადასხვა ცოვიდცენტრებში 3 379 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 38 კრიტიკულად მძიმეა, ხოლო 31 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მძიმე პაციენტებს შორის 9 პირი, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი მოქალაქეები არიან. მისივე ინფორმაციით, 50%-ით  გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. რაც შეეხება ახალი შემთხვევების გადანაწილებას:

აჭარა  – 297 ახალი შემთხვევა,

თბილისი  – 78

იმერეთი  – 52

სამეგრელო  – 6

გური  – 6

შიდა  ქართლი   – 6 

ქვემო  ქართლი  – 2

კახეთი  – 3

მცხეთა- მთიანეტი   – 2

სამცხე-ჯავახეთი  – 1 შემთხვევაა დადასტურებული.

მარინა ენდელაძის განმარტებით, საქართველოში კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა. შემთხვევა ქუთაისში, კლინიკა “ბომონდში” დაფიქსირდა. მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილი ორივე პაციენტი ასაკოვანია. სხვა თანმხლებ დაავადებებთან ერთად, დღეს გარდაცვლილ ერთ პაციენტს, ონკოლოგიური დაავადებაც ჰქონდა.

“ქუთაისში, კლინიკა “ბომონდში” დაფიქსირდა გარდაცვალება. ერთი 78 წლის ქალბატონია, რომელსაც ონკოლოგიური დაავადება, ორმხრივი მძიმე პნევმონია და სხვა თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა. მეორე 72 წლის მამაკაცია. მას ორმხრივი პნევმონია და  გულის ქრონიკული უკმარისობა ჰქონდა. გარდაცვალებებთან დაკავშირებით ეს არ არის დიდი მაჩვენებელი. ვის გაურთულდება და სად გართულდება მდგომარეობა არ ვიცით, ამიტომ უნდა ვიყტოთ ფრთხილად. უარყოფითი დინამიკა გვაქვს ამიტიმ იმატებს  გაფართოვებული ტესტირება” – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

2 გარდაცვლილი და 453 ახალი შემთხვევა – კორონავირუსის მონაცემები განახლდა

მან ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას თენგიზ ცერცვაძის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ის თანამდებობაზე რჩება.

“თენგიზის გადადგომაზე არასოდეს არ იყო ცნობილი ჩემთვის. ეს საკითხი ასეთი ყურადღებაგასამახვილებელი არ იყო. ის არ დატოვებს თანამდებობას, ის არ უღალატებს არც ქვეყანას და არც ინფიცირებულებს” განაცხადა მარინა ენდელაძემ.