LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

38 ფარმაცევტულ საწარმოს საქმიანობის უფლება შეეზღუდა – მიზეზი GMP სტანდარტის დაუკმაყოფილებლობაა

176
მედიკამენტები

საქართველოში მოქმედ 38 ფარმაცევტულ საწარმოს ფარმაცევტული საქმიანობის განხორციელების უფლება შეეზღუდა, მიზეზი კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) სტანდარტის დაუკმაყოფილებლობაა. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ოქტომბრის მონაცემებს აქვეყნებს.

„ინტერპრესნიუსის“ მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციის თანახმად, GMP სერტიფიკატს ფლობს 2 საწარმო. ერთ კომპანიაში მიმდინარეობს GMP სტანდარტთან შესაბამისობის დადგენა, ერთ კომპანიას კი სერტიფიკატის გაცემაზე უარი ეთქვა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში სავალდებულო გახდა ფარმაცევტულ ბაზარზე კარგი საწარმოო პრაქტიკის და კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (GDP) სტანდარტის დანერგვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები