LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

360 ბრილიანტით მორთული ბაიკი 1,79 მილიონი დოლარი ღირს

89

შვეიცარიულმა Bündnerbike-მა Harley-Davidson Softail Slim S-ის ბაზაზე მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი მოტოციკლი ააწყო. ის 360 ბრილიანტის თვლიანი საათით არის გაფორმებული, რომელიც ავზშია ჩაშენებული. მისი ღირებულება 1,79 მილიონი დოლარია.

ბაიკი საათების კომპანია Bucherer-თან ერთად მომზადდა და მან სახელწოდება Blue Edition მიიღო. Bündnerbike-დან და Harley-Davidson-დან ბაიკზე რვა ადამიანი მუშაობდა, რომლებმაც 2 500 სამუშაო საათი დახარჯეს.

ბაიკს უნიკალური ლურჯი ფერი ექვს ფენიანი საფარის გამო აქვს. თავად შეღებვის ტექნოლოგია საიდუმლოა.

ზოგიერთი დეტალი მოოქროვილია, ბენზინის ავზს კი თითქმის 400 ბრილიანტი ამშვენებს, რომელთა შორის 5,4 კარატიანი თვალიც კი არის. ის სპეციალურ მოსახსნელ ქეისშია, რომელიც დაკავშნული მინით არის დაფარული.

ბენზინის ავზის მეორე მხარეს კიდევ ერთი მსგავსი სეიფია, მასში მარკა Carl F-ის განსაკუთრებული საათია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები