პოპვარსკვლავი ბრიტნი სპირსი საშობაო არდადეგებს შვილებთან ერთად ჰავაიზე ატარებს. 26 წლის მომღერალი პაპარაცებმა 11 წლის შონთან და 12 წლის ჯეიდენ ჯეიმსთან ერთად სანაპიროზე დააფიქსირეს. ბრიტნიმ ბოლო დროს საგრძნობლად დაიკლო წონაში და მედიაში წერენ, რომ ის კარიერის მანძილზე საუკეთესო ფორმაშია. მომღერალი ჰავაიზე ყვითელი ფერის საცურაო კოსტიუმში გამოჩნდა, რომელიც ინტერნეტში 102 ევროდაა შეფასებული.
ფოტოებიდან ჩანს, რომ მომღერალი გარუჯულია და ოჯახის წევრებთან ერთად ფანტასტიკურ დროს ატარებს. ზაფხულში ბრიტინიმ მსოფლიო ტურნე წარმატებით დაასრულა და ბოლო კონცერტი ლას-ვეგასში გამართა, სადაც 36 წლის ვარსკვლავი ნახევრად შიშველი გამოვიდა სცენაზე. რაც ეხება პირად ცხოვრებას, ბრიტნის ამჟამინდელი რჩეული ფიტნეს-ინსტრუქტორი სემ ასგარია. (ფოტო)