LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

36 წელი ჩერობილის კატასტროფიდან: „რუსული მშვიდობით“ გამოწვეულ ახალ კატასტროფას არ დავუშვებთ

94
ჩერნობილი

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის ავარიიდან 36 წელი გავიდა.

ბირთვული აფეთქების შედეგად, რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით.

1986 წლის 26 აპრილს მომხდარი კატასტროფა ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში.

ავარიის შედეგად გაჩენილმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა გადაიარა სსრკ-ის ევროპული ნაწილი, აღმოსავლეთი ევროპა, სკანდინავია, დიდი ბრიტანეთი და აშშ-ს აღმოსავლეთი ნაწილი. რადიოაქტიური ნალექის 60% დაილექა ბელარუსის ტერიტორიაზე. რადიოაქტიური ნარჩენი წვიმის სახით მოვიდა საქართველოშიც.

დაბინძურებული ზონიდან ევაკუირებული იყო დაახლოებით 200 000 ადამიანი.

კატასტროფის 36 წლისთავს Facobook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო.

„გვახსოვს რადიაციული ტრაგედია ჩვენს დედამიწაზე. ჩვენ პატივს ვცემთ ლიკვიდატორთა საქმეს! „რუსული მშვიდობით“ გამოწვეულ ახალ კატასტროფას არ დავუშვებთ. დიდება უკრაინას!“, – წერს უწყება.

1986 წლის 26 აპრილს მომხდარი კატასტროფა ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში.

რუსმა ოკუპანტებმა, ჩერნობილის ატომური სადგურიდან რადიოაქტიური ნივთიერებები მოიპარეს, რომლებსაც მათი მოკვლა შეუძლია

რუსმა ჯარისკაცებმა ჩერნობილის მახლობლად თხრილების გაკეთება სცადეს – ვრცელდება ცნობები სამხედროების რადიაციულ დასხივებასა და გარდაცვალებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები