LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“36 კომპანიიდან 18-მა ფრენების აღდგენის სურვილი უკვე გამოთქვა” – როგორ ემზადება ქვეყანა საერთაშორისო მოგზაურების მისაღებად

140
BeFunky-collage (5)

საქართველო პირველი ივლისიდან საერთაშორისო მოგზაურების მისაღებად ემზადება.ეკონომიკის მინისტრის თქმით, ყველა სამედიცინო გაიდლაინის დაცვა მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისა, რომ საქართველოში ტურისტული სეზონი ახალი რეალობის გათვალისწინებით გაიხსნას.

როგორ ნათია თურნავამ სატრანსპორტო სფეროს მარეგულირებელი სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა,  საქართველოს საავიაციო ბაზარზე წარმოდგენილი 36 კომპანიიდან 18-მა ფრენების აღდგენის სურვილი უკვე გამოთქვა.

“ეს თუ საქართველოს გამოუვიდა, ის მსოფლიო ტურიზმის ბაზარს დაიპყრობს” – რას წერენ საქართველოზე

„ჩვენ დღეს განვიხილეთ, როგორ უნდა მოვამზადოთ თითოეული სატრანსპორტო დარგი იმისთვის, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოდ, მაგრამ კომფორტულად შეძლოს როგორც ჩვენი მოქალაქეების, ასევე უცხოელი სტუმრების გადაყვანა. ჩვენ მოვისმინეთ კონკრეტული გეგმები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოლაპარაკებები, რომელთაც ვაწარმოებთ სხვადასხვა საავიაციო კომპანიასთან. 36 საავიაციო კომპანიიდან, რომელიც ჩვენს ბაზარზე ოპერირებს, 18-თან უკვე წინასწარი შეთანხმებაა მიღწეული, რომ აღადგენენ ფრენებს. რა თქმა უნდა, ამას წინ უნდა უძღოდეს ჩვენი დიპლომატიური არხებით სახელმწიფოთა შორის შეთანხმებები უსაფრთხო დერეფნის ამოქმედების პრინციპებზე, მაგრამ, რაც მთავარია, ავიაკომპანიები მზად არიან პირველივე ინდიკაციის თანახმად, აღადგინონ ფრენები. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მზად ვიქნებით ტურისტული სეზონის გახსნისთვის“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი მიხეილ ხმალაძე და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები