გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ-19-ის 5 567 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 984 802-ია.
ბოლო 24 საათში, ვირუსი კიდევ 1 661-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 924 072-მდე გაიზარდა.
კოვიდინფექციამ კიდევ 36 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 14 395 პაციენტი.
ამ დრომდე:
კარანტინის რეჟიმში რჩება 68 პირი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 4 379 ადამიანი.
კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 2 077-ია.
ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა ტესტით – 60 753, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 34 092, PCR ტესტით – 26 661.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 9,16%, ბოლო 14 დღის – 9,14%, ბოლო 7 დღის – 9,84%.
დღიურად აცრილთა რიცხვი 6 864-ია.
სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.