“სადაც სარწმუნოებაა ჭეშმარიტი, იქ სიხარულია, იქ სიყვარულია”,-ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, დღეს ოჯახის სიმტკიცის დღეა და ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ შევთხოვდით ღვთისმშობელ დედას რომ წყალობა მოეღო საქართველოსთვის.
„დღეს არის ოჯახის სიმტკიცის დღესასწაული. ჩვენ ვლოცულობთ, რომ ჩვენი ოჯახები მტკიცე იყოს, ქრისტიანული იყოს, მორწმუნე იყოს, სადაც სარწმუნოებაა ჭეშმარიტი, იქ სიხარულია, იქ სიყვარულია“, – აღნიშნა პატრიარქმა.
საქართელოს საპატრიარქოს განცხადებით, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღესთან დაკავშირებით 17 მაისს, საზეიმო წირვის შემდეგ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ოჯახებს, დედაქალაქს და მთელ საქართველოს დალოცავს, რის შემდეგაც სასულიერო პირები ხატებითა და ნაკურთხი წყლის სხურებით შემოივლიან თბილისის ქუჩებს და დალოცავენ მოსახლეობას.