LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

35 წლის ქალზე სექსუალური ძალადობის ფაქტზე დაკავებული პოლიციის თანამშრომლის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

206
Untitled

გორში, გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული პოლიციელის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ზაზა ალავერდაშვილია. ის გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იყო.

არსებული ინფორმაციით, ბრალდების მხარე სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

რაც შეეხება დაკავებულს, ის დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

არაოფიციალური ინფორმაციით, პოლიციელმა 35 წლამდე ქალზე სამსახურებრივ მანქანაში იძალადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები