მას შემდეგ, რაც 34 წლის იტალიელმა მედდამ, დანიელა ტრეციმ კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი მიიღო, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც dailymail წერს დანიელა შიშობდა, რომ ვირუსი გადასდო მათ, ვისთანაც კონტაქტი დიაგნოზის დასმამდე ჰქონდა.
მედიის ცნობით, სწორედ ეს გახდა მისი თვითმკვლელობის მიზეზი. როგორც იტალიის მედდების ეროვნული ფედერაციაში აცხადებენ, ახალგაზრდა მედდა დიდი სტრესის ქვეშ იმყოფებოდა.
გამოცემის ცნობით, დანიელა იტალიაში, კორონავირუსის ეპიცენტრში, ლომბარდიის ერთ-ერთ საავადმყოფოში მუშაობდა და ყოველდღე ჰქონდა “კოვიდ 19”-ით ინფიცირებულებთან შეხება.
იტალიის კვლევითი ინსტიტუტის ინფორმაციით, კოვიდ 19-ით ქვეყანაში უკვე 5 760 ჯანმრთელი ექიმი დაინფიცირდა.
ინფიცირების და გარდაცვალების რიცხვი ყოველდღიურად მატულობს. უახლესი მონაცემებით, კორონავირუსით უკვე 69 176 დაავადდა.
რაც შეეხება გლობალურ მონაცემებს, მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 450 ათასს გადააჭარბა. “კოვიდ 19”-მა უკვე 21 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ასევე იხილეთ:
21 ათასზე მეტი გარდაცვლილი და 114 012 გამოჯანმრთელებული – კორონავირუსის მსოფლიო სტატისტიკა
“ხელისუფლება მალავს კორონავირუსის შემთხვევებს და ექიმებს აიძულებს დამცავი ეკიპირების გარეშე იმუშაონ” – რუსი ექიმების გაერთიანება