გასულ თვეს, ინფორმაცია გავრცელდა, რომ საკულტო ფილმის, „ბინძური ცეკვების“ გაგრძელებას იღებდნენ. ახლა კი აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. უფრო მეტიც, ფილმში კვლავ ჯენიფერ გრეი მიიღებს მონაწილოებას.
„ეს სწორედ ის რომანტიკული ფილმი იქნება, რომელსაც ყველა სულმოუთმენლად ელის“ – განაცხადა Lionsgate Films-ის დირექტორმა, ჯონ ფელთჰაიმერმა.
რა როლს მოირგებს ბეიბი ჰაუსმანის როლის შემსრულებელი გრეი ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, ფილმი 33 წლის წინ, 1987 წელს გამოვიდა, გრეის პარტნიორობა პატრიკ სუეიზმა გაუწია. 2004 წელს კი ფილმის რიმეიქი გამოვიდა, სადაც მთავარი როლები დიეგო ლუნამ, და რომოლა გარაიმ შეასრულეს.