LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

32 ათასი სელექციური აბორტი – დემოგრაფები კანონში ცვლილებებს ითხოვენ

677

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საქართველოში დაახლოებით 32 ათასი სელექციური აბორტი გაკეთდა – ამის შესახებ დღეს საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში, კონფერენციაზე განაცხადეს.

როგორც კონფერენციაზე ,,საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება-XXI”-ის წარმომადგენლებმა განმარტეს, 80-დან 90-იან წლებამდე 454 ათასი გოგონა დაიბადა, ხოლო ათი წლის შემდეგ 236 ათასი.

,,საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება-XXI” დირექტორმა ზვიად ტომარაძემ, ზოგადად, აბორტების კუთხით ქვეყანაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში, ჯამში 40-ათასამდე აბორტი გაკეთდა

,,ბოლო ექვსი წლის მანძილზე 32 ათასი სელექციური აბორტი გაკეთდა, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. გამოსავალი არის იმაში, რომ ჯანმრთელობის კანონში შევიდეს ცვლილებები”, –  განაცხადა ზვიად ტომარაძემ.

დემოგრაფები და სასულიერო პირები გამოსავალს კანონში ცვლილებების შეტანაში ხედავენ.