LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„31-ში ნამდვილად ვარსკვლავთცვენა იქნება“ – რუსა მორჩილაძე

587
morchiladze-rusa

ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას „ღვინო, დუდუკი, ქალები“ კომპოზიტორ-შემსრულებელი რუსუდან მორჩილაძე სტუმრობდა. გადაცემის ფარგლებში რუსამ ბავშვობაზე, მის პირველ ნამუშევრებზე, განვლილ გზასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

როგორც აღმოჩნდა,  რუსა 15 წლიდან წერს სიმღერებს და მისი ბავშვობის მოგონებები მხოლოდ მუსიკას, სიმღერას და მუსიკის გაკვეთილებს უკავშირდება.

საუბარი შეეხო „მუსიკისა და დრამის  თატრის“ ყველასათვის საყვარელ სპექტაკლებს „გაყრა” და „შეყრა”, რა დროსაც კომპოზიტორმა აღნიშნა, რომ „მუსკომედია” მისი მეორე სახლია.

გადაცემის ფარგლებში სპექტაკლისთვის „შეყრა” დაწერილი ბოშური სიმღერის განსხვავებული ვერსიის რადიოპრემიერა შედგა, რომელსაც მაკა ზამბახიძე და რატი დურგლიშვილი ასრულებენ.

რუსას უახლოეს სამომავლო გეგმებში ტრადიციად ქცეული 31 მარტის კონცერტია, რომელიც წელს განსხვავებული იქნება, რადგან საღამოს პირველ ნაწილში მიუზიკლის „შეყრა” საკონცერტო ვერსია იქნება წარმოდგენილი, მეორე ნაწილი კი პრემიერებს დაეთმობა.

ვრცლად შეიტყობთ ინტერვიუდან…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები