LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გული დაგიხატე” – გიორგი კელაპტრიშვილი ლილიკო ნემსაძის სიმღერის პრემიერით „არ დაიდარდოში”

179
kelaptrishvili-nemsadze-news

რადიო „არ დაიდარდოს” გადაცემას „რადიო დუეტს” ორი უნიჭიერესი ადამიანი, ყველასათვის საყვარელი კომპოზიტორი ლილიკო ნემსაძე და მომღერალი გიორგი კელაპტრიშვილი ესტუმრნენ. გადაცემის სტუმრებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და სიმღერის „გული დაგიხატე” პრემიერაც შემოგვთავაზეს.

რა სიახლეებით გვესტუმრეთ?

ლილიკო ნემსაძე:

თქვენ იცით, რომ სიმღერის დასაპრემიერებლად იშვიათად დავდივარ, თუმცა, ისე მოხდა, რომ ეს სიმღერა ჩემთვისაც სიახლეა, არის თანამედროვე და თინეიჯერული, თუმცა მელოდიურ ხაზს არ ვარღვევ არასდროს. ძალიან მიყვარს ახალგაზრდებთან მუშაობა, გიორგიმ ისე წარმოაჩინა საკუთარი თავი „მხოლოდ ქართულში”, რომ ის ყველაფერ კარგს იმსახურებს და ასეთ ახალგაზრდებს ყოველთვის უნდა დავუდგეთ მხარში. ასევე მზადდება მეორე სიმღერაც „ბრავო რეკორდში” და ორივე სიმღერის ტექსტი ეკუთვნის ირინა სანიკიძეს, მუსიკა კი არის ჩემი, არანჟირების ავტორია ალეკო ბერძენიშვილი. ყველა ახალგაზრდას, თუნდაც ჩემს შვილს ვეუბნები, რომ მთავარია საკუთარ თავზე მუშაობა და აქტიურობა, რომ გახდე საკუთარი საქმის პროფესიონალი.

ვრცლად გადაცემა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები