LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

300-ლარიანი კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე გაფართოვდა

232
01DD1F1D-DFDE-4F7F-BF86-E4D661A65962-w1597-n-r1-st

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, ერთჯერად 300-ლარიანი კომპენსაციას მიიღებენ ისინიც, ვისაც ხელფასი 5 დეკემბრამდე ერიცხებოდა და შეზღუდვების გამო შეუწყდა.

უწყებაში განმარტავენ, რომ პირები, ვისაც 5 დეკემბრამდე ჩაერიცხათ ხელფასი, თუმცა ამ წლის 5 დეკემბრიდან 24 დეკემბრამდე ანაზღაურება აღარ მიუღიათ დამქირავებლისგან, რომელსაც ახალი შეზღუდვების გამო, შეჩერებული აქვს საქმიანობის უფლება, მიიღებენ 300 ლარიან კომპენსაციას.

პასუხები კითხვებზე 300-ლარიან ერთჯერად დახმარებასთან დაკავშირებით

დღევანდელი მონაცემებით, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მომხმარებელთა მიერ 73 600 განაცხადია დარეგისტრირებული. პირველადი ელექტრონული განაცხადების წარდგენა 3 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო ინფორმაციის დაზუსტება, 28 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

ესაა, რისი გაღებაც შეგვიძლია: მესმის, 300 ლარს 1000 ლარი ჯობია – ეკონომიკის მინისტრი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები