LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

300-ლარიანი კომპენსაცია 120 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო – ფინანსთა მინისტრი

72
123255557-3566768846694736-3834413291738368192-n

ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, ნოემბერში დაწესებული შეზღუდვების გამო 300-ლარიანი კომპენსაცია 120 000-ზე მეტ ადამიანზე გაიცა. როგორც ივანე მაჭავარიანი ამბობს, ჯამურმა თანხამ 36 122 000 ლარი შეადგინა.

„თქვენ იცით, რომ 28 ნოემბრიდან ჩვენ შევუზღუდეთ საქმიანობა გარკვეული ტიპის ობიექტებს, მათ შორის სავაჭრო ცენტრებსა და მოლებს. ამავდროულად, ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებზე ერთჯერადად 300-ლარიანი კომპენსაცია გავეცით. ამ ეტაპისთვის 300-ლარიანი კომპენსაცია გაიცა 120 000-ზე მეტ ადამიანზე“, – განმარტა ფინანსთა მინისტრმა.

ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ახალი წლიდან იწყება ახალი ეტაპი, ახალი ტალღა მიზნობრივი სოციალური დახმარებისა, რომელიც მოიცავს სისტემურ ნაბიჯებს, სისტემურ სოციალურ მხარდაჭერას საქართველოს მოქალაქეების. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა იმ მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც მთავრობა განახორციელებს და აღნიშნა, რომ მთავარია, მოქალაქეებმა კუთვნილი დახმარება რაც შეიძლება სწრაფად და დროულად მიიღონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები