მადრიდის ”რეალის” ლიდერებმა ქარიმ ბენზემამ, გარეთ ბეილმა და კრიშტიანო რონალდომ სამ წელიწადში 300 გოლი გაიტანეს.
სამეფო შედეგია.
პრიმერას მეოთხე ტურში ბენზემამ ”ესპანიოლს” გაუტანა (2:0). ეს ВВС-ის სამეულის (ბენზემა, ბეილი, რონალდო) მე-300 გოლი აღმოჩნდა. ეს სამეული 2013/14 წლების სეზონში ჩამოყალიბდა.
გოლების ნახევარზე მეტი რონალდოზე მოდის (165), ბენზემას ანგარიშზეა 75 გოლი, ბეილმა 60 გაიტანა.
221 გოლი ლა ლიგის მატჩებზე მოდის, 67 – ჩემპიონთა ლიგაზე, 7 – ესპანეთის თასზე, 2 – მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე, 2 – ევროპის სუპერთასზე.
ВВС-სთვის ყველაზე შედეგიანი 2014/15 წლები გამოდგა, როდესაც სამეულმა 100 ბურთი შეაგდო. ამ სეზონში ქარიმს, კრიშტის და გარეთს ჯერ ხუთჯერ აქვთ გატანილი. ამ საღამოს ”რეალი” ”ვილიარეალს” ეთამაშება და შედეგის გაუმჯობესების მშვენიერი შანსი აქვთ. ისე კი, ”რეალს” ესპანეთის ჩემპიონატში ოთხი თამაშიდან მაქსიმუმი 12 ქულა აქვს და ლიდერია.