აშშ-ს კრიმინალური სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი ქურდობა სწორედ წინასაახალწლო პერიოდში ხდება ხოლმე. რა ჯობია ნაძვის ხის ქვეშ ერთად მოგროვილ საჩუქრებს, განსაკუთრებით თუ ნაძვის ხის პატრონი ისეთი ლეგენდარული მსახიობია, როგორც რობერტ დე ნირო. სწორედ ასეთი შემთხვევა მოხდა ჰოლივუდში.
30 წლის, 26-ჯერ ნასამართლევი შენის ავილესი მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც ის ღამით რობერტ დე ნიროს სახლში შეიჭრა და ნაძვის ხის ქვეშ დალაგებული საჩუქრები მოიპარა. მას სამი საათის განმავლობაში ეძებდნენ და ბოლოს მისი დაპატიმრება მოხერხდა.
79 წლის რობერტ დე ნიროს ოფიციალური კომენტარი ამის შესახებ ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა ცნობილია, რომ მას ქურდობის მომენტში ეძინა.
რობერტ დე ნირო თავის 79-ე დაბადების დღეზე მანჰეტენზე ბუშტით სეირნობს
ფეხშიშველი და შეყვარებული – 78 წლის რობერტ დე ნიროსა და მისი მეგობარი გოგონას ესპანური არდადეგები