დღეს დილით, ავლაბარში, სახლის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს.
ავლაბარში სახლი ჩამოინგრა – დაშავდა ერთი ადამიანი
როგორც „ფორტუნას“ კლინიკის ექიმმა განუცხადა, დაშავებული მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება:
„შემოყვანილია 30 წლამდე ასაკის მამაკაცი, იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და ქირურგიული ჩარევა არ სჭირდება.
აქვს მოტეხილობები, მათ შორის, ცხვირის ძვლის ნაზი ხაზოვანი მოტეხილობა“, – უთხრა „ფორტუნას“ ექიმმა.
ცნობისათვის, ავლაბარში სახლი დღეს დილით ჩამოინგრა. დაშავებული პირი ნანგრევებიდან მაშველებმა ამოიყვანეს.
როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე შესაბამისი სამსახურებია მობილიზებული და გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.