LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“30 წელზე მეტია ვიცნობ, ვიცი მისი ენერგია, მაგრამ დღეს სულ სხვა ადამიანია, ძირითადად ზის” – რა ახალ დეტალებზე საუბრობს ლევან ვარშალომიძე სააკაშვილის მონახულების შემდეგ

96
1

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა, ლევან ვარშალომიძემ,  რომელიც უკრაინიდან ჩამოვიდა საქართველოში, გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

მან სააკაშვილის მდგომარეობაზე ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ ის საკუთარი და ქვეყნის გამარჯვებისთვის მუდმივად იბრძოლებს:

“მიხეილ სააკაშვილს მე ვიცნობ 30 წელზე მეტია და ვიცი მისი ენერგია, თუ როგორი იყო ამ 30 წლის განმავლობაში, მაგრამ დღეს სულ სხვა ადამიანია. მართლაც, სულ სხვა ადამიანია, რაც პირველად ვნახე, სისუსტე, მოძრაობის არარსებობა, შეიძლება ითქვას, ძირითადად ზის. მაგრამ, რაც მთავარია, მხნედაა, ყველანაირად მიზანმიმართულია იმისთვის, რომ იცის, თავისი გამარჯვებისთვის და ქვეყნის გამარჯვებისთვის ის მუდმივად იბრძოლებს.

ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მიდის პოლიტიკური მართლმსაჯულება, ის არის მართლაც პირადი ანგარიშსწორების, ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი.

გამოსავალი? გამოსავალი, რა თქმა უნდა, არის ხალხი, საზოგადოება და იცით, რომ მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის რამეს თუ აკეთებდა, აკეთებდა და კეთდებოდა ხალხთან ერთად”, – განაცხადა მან.

ვარშალომიძის თქმითვე, ის უკრაინიდან ჩამოვიდა და იქ ბევრი ადამიანი განიცდის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას. მისი თქმით, უკრაინა არის ქვეყანა, რომელიც თავის მოქალაქეს არასდროს არსად ტოვებს.

ვარშალომიძე ამბობს, რომ უკრაინას ამის რესურსი და შესაძლებლობა აქვს და არ ახსენდება ფაქტი, რომ საკუთარი მოქალაქე ოდესმე სადმე უყურადღებოდ დაეტოვებინოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები