სასტურმო “რუმსში” ამერიკის სენატის და საელჩოს წარმომადგენლები ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდებიან. შეხვედრა უკვე გამართეს პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა.
როგორც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, მთავარი საკითხი, რომელიც შეხვედრაზე განიხილებოდა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა და არჩევნების მეორე ტურის მნიშნველობა იყო.
“საკითხი ძირითადად ეხებოდა 30 ოქტომბრის არჩევნებს, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას. მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ელჩები არიან არანაკლებ დეტალურად ინფორმირებული ვიდრე თითოეული ჩვენგანი”, – ამბობს მელია დიპლომატებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ამასთან, პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განმარტა, რომ შეხვედრაზე ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.
“ეს იყო დახურული შეხვედრა. ვერ ვასაჯაროვებ ინფორმაციას, თუ ვის შევხვდით და ბუნებრივია ვერც იმას, თუ რაზე ვისაუბრეთ კონკრეტულად. ამ დახურულ შეხვედრაზე ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი გავაცანით, რაც დღის წესრიგში დგას ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის. ეს ეხება მეორე ტურს, წინასაარჩევნო გარემოს, ვისაუბრეთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობაზე”, -აღნიშნავს ბოკუჩავა.
ამ წუთებში ამერიკის სენატის წარმომადგენლებს “სტრატეგია აღმაშენებლის” და “ლელოს” წევრები ხვდებიან.