30 ოქტომბერს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ტარდება. არჩევნების მეორე ტური ყველა იმ ოლქში დაინიშნა, სადაც კანდიდატმა ”საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრული 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შესძლო. მეორე ტური 50 მაჟორიტარულ ოლქში იმართება, აქედან თბილისის 18 და რეგიონების – 32 ოლქში. არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთის მთავარი კონკურენტი ”ქართული ოცნება” და ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა”. არჩევნების მეორე ტურში არჩეულად დეპუტატობის ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.