LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

30 და 31 მაისს თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მანქანით ვერ გადაადგილდებით

80

ხვალ და ზეგ თბილისში საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე ქუჩაზე შეიზღუდება. შსს-ს ინფორმაციით, შეზღუდვები პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უკავშირდება.

უწყების ცნობით,  საზეიმო ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისში, მიტროფანე ლაღიძისა და ნოე რამიშვილის ქუჩებზე, ასევე, კახეთის გზატკეცილზე – ე.წ. ჯავახეთის ხიდებიდან მეტროსადგურ „სამგორამდე“, ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება:

30 მაისს, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე;

31 მაისს, 09:00 საათიდან 14:00 საათამდე, ღონისძიების დასრულებამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები