LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

30 ათასმა ფუტკარმა 4-სართულიანი კორპუსის მაცხოვრებლები ტყვედ აიყვანა

39
Capture

დიდ ბრიტანეთში ათასობით ფუტკარმა საცხოვრებელი კორპუსი დაიპყრო და ადგილობრივებს მშვიდი ცხოვრება მოანატრა. ამის შესახებ ინფორმაციას The Sun ავრცელებს.

როგორც 30 წლის კეილი ჰარდინგმა ჟურნალისტებს უთხრა, ფუტკრები მასა და მის შვილს, ასევე მეზობლებს, უკვე მესამე ზაფხულია რაც ატერორებენ. ისინი შიდა ეზოში დაბოდიალობენ, მთელს კორპუსში დაფრინავენ, ძვრებიან ყველა ნაპრალში და მკვდარ მწერებს ქალი აბაზანის იატაკზეც პოულობს ხოლმე. ბრიტანელის აზრით, სახლში მინიმუმ 30 ათასი ფუტკარი ცხოვრობს.

ჰარდინგი ქალიშვილის გამო ძალიან დარდობს, მისი რამდენიმე მეზობელი კი ალერგიით იტანჯება და ამის გამო სახლიდან თითქმის ვეღარ გამოდის.

დატყვევებული კორპუსის მაცხოვრებლებმა მთავრობას თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა მათი გასაჭირი ამ დრომდე უპასუხოდ რჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები