LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 წუთიანმა ძლიერმა ქარმა ამბროლაურში 200-მდე ოჯახი სახურავის გარეშე დატოვა

74
a1551981551

ამბროლაურში ძლიერმა ქარმა 8-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა. გარდა ამისა ქარმა სახურავი ნაწილობრივ გადახადა 3 კორპუსს.

ქარი დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში გაგრძელდა, თუმცა იმდენად ძლიერი იყო, რომ 200-მდე ოჯახი სახურავის გარეშე დარჩა.

ამბროლაურის მერის განცხადებით მერიის განცხადებით, კორპუსების გადახურვის სამუშაოები დღესვე დაიწყება, საჭიროების შემთხვევაში კი მოსახლეობას დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები