აშშ-ში, დალასის შტატში, ცოლ-ქმარი ხუთ შვილთან ერთად ეკლესიაში მსახურებაზე დასასწრებად მივიდა, თუმცა ისინი ტაძარში ოთხ შვილთან ერთად შევიდნენ, მეხუთე კი, უმცროსი, სამი წლის, მანქანაში დარჩა.
როდესაც შენიშნეს, რომ ბავშვი მათთან ერთად არ იყო, 3 წლის ბიჭი მანქანაში სიცხისგან და უჰაერობისგან უკვე გარდაცვლილი იპოვეს.
ეკლესიის წევრი რენგ ომი CBS Dallas-თან საუბრისას ამბობს, რომ ცოლ-ქმარი შესანიშნავი ადამიანები არიან და მათ გამო ეკლესიის მრევლი ძალიან წუხს.
პოლიციაში მომხდართან დაკავშირებით, ჯერ-ჯერობით, არ საუბრობენ, თუმცა დაადასტურეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს.