LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 წლიანი პაუზის შემდეგ, flydubai ბათუმში დაბრუნდა

46
205929472-3955287811235316-3278252426063019949-n

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ავიაბაზრის მოთამაშეები ბრუნდებიან. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში აცხადებენ, სამწლიანი პაუზის შემდეგ, არაბეთის გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთი ლიდერი ავიაკომპანია FlyDubai ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა.

„დუბაის მიმართულებით ფრენები კვირაში სამჯერ, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება”, – აცხადებენ TAV Georgia-ში.

შეგახსენებთ, COVID-პანდემიის შემდეგ პირველად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის ზრდა დაფიქსირდა. 2021 წლის იანვარ-მაისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 56 ათას 710 მგზავრს მოემსახურა, რაც 16,44%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები