“3 თვიანი აქტიური ტურისტული სეზონი საქართველოს 250 მილიონიდან 1.25 მილიარდ ლარამდე შემოსავალს მოუტანს” – ასეთ პროგნოზს ვარაუდობს ეკონომიკის ექსპერტი, ვახტანგ ჭარაია საქართველოში ტურიზმის გახსნის და სპეციალური უსაფრთხო ზონების შექმნის შემდეგ.
ჭარაია მიიჩნევს, რომ პანდემიის ფონზე ტურიზმს იმ მასშტაბის ინკლუზიურობა ვეღარ ექნება, როგორც 2019 წელს გააჩნდა, რადგანაც ეს ტურისტები არა დაბალმხარჯველ მეზობელი ქვეყნებიდან, არამედ მაღალმხარჯველი ქვეყნებიდან იქნებიან წარმოდგენილნი.
ვახტანგ ჭარაიას განმარტებით, იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიოში მწვანე ქვეყნების რიცხვში შემავალი სახელმწიფოების რაოდენობა სულ თითზე ჩამოსათვლელია, არაა გამორიცხული საქართველომ ამ 3 თვეში პესიმისტური სცენარის შემთხვევაში – 100 ათასი, ხოლო ოპტიმისტურ სცენარში კი – 500 ათასი ტურისტის მოზიდვა შეძლოს.
ეკონომიკის ექსპერტის, ვახტანგ ჭარაიას ვრცელ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“2019 წლის მონაცემებით საქართველოს ე.წ. პიკურ პერიოდში: ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში ჯამურად დაახლოებით 3.4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია (36%):
– იგივე პერიოდში, მეზობელი 4 ქვეყნიდან (სომხეთი, თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯაი) – დაახლოებით 1.9 მილიონი ადამიანი;
– იგივე პერიოდში, თუმცა დღეისთვის მაღალი რისკის ზონაში მყოფი ქყვენებიდან (ირანი, აშშ, იტალია, ბრაზილია და ა.შ.) – დაახლოებით 200 ათასი ადამიანი.
მართალია მთავრობა არ აპირებს პოტენციურად დაბალი რისკის მატარებელი ყველა ქვეყნიდან ტურისტების შემოშვებას, თუმცა ვნახოთ რივხვები:
– უშუალო მოსაზღვრეების და მაღალი რისკის მატარებელი ქვეყნების გარდა რჩება – 1.3 მილიონი პოტენციური ადამიანი;
– უშუალოდ მწვანე ქვეყნებში: ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, პოლონეთი, ისრაელი, საბერძნეთი, ახალი ზელანდია, ავსტრალია და რამდენიმე სხვა ხელმისაწვდომია – დაახლოებით 200 ათასი ვიზიტორი.
მაღალი ალბათობით სიმართლე სწორედ ამ რიცხვებს შორისაა, კერძოდ: 1.3 მილიონსა და 200 ათასს შორის. უფრო მეტიც, ზემოთ მოყვანილი რიცხვები საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის მიხედვითაა დათვლილი, მაშინ როდესაც 2019 წელს:
– 9.3 მილიონი საერთაშორისო მოგზაურებიდან მხოლდო 7.7 მილიონი იყო საერთაშორისო ვიზიტორი, საიდანაც ტურისტული მიზნით ქვეყანაში 5 მილიონი ადმაინაი იმყოფებოდა. ზემოთ მოყვანილი ე.წ პიკურის სეზონის 36%-იანი მაჩვენებლის გათვალისწინებით კი ჩვენს მიერ შერჩეულ თვეებში ეს რიცხვი – 1.8 მილიონი ტურისტი გამოდის. – 7.7 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორიდან საქართველოში სახმელეთო, სარგინიგზო და საზღვაო შესაძლებელობების გამორიცხვით, მხოლოდ საჰაერო გზით საქართველოში – 1.8 მილიონი პირი შემოვიდა, რომლის 36% – 648 ათასი ადამიანია. თუმცა აქ შედის ყველა მაღალი რისკის მატარებელი ქვეყნის მაჩვენებელიც.
რთული სამტკიცებელია, რომ მსოფლიო მასშტაბის ეკონომიკური სირთულეების ფონზე 2020 წელს ტურისტები თუნდაც იგივე მოცულობით იმოგზაურებენ, როგორც ეს 2019 წელს იყო. თუმცა, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიოში მწვანე ქვეყნების რიცხვში შემავალი სახელმწიფოების რაონდება სულ თითზე ჩამოსათვლელია, არაა გამორიცხული საქართველომ ამ 3 თვეში პესიმისტური სცენარის შემთხვევაში – 100 ათასი, ხოლო ოპტიმისტურ სცენარში კი – 500 ათასი ტურისტის მოზიდვა შეძლოს. თანაც ამ ტურისტების მოსალოდნელი – მაღალი მსიდველობითი უნარი (საშუალოდ 2000 – 2100 ლარი), რომელიც დამატებით იქნება გაზრდილი (საშუალოდ 2500 ლარი):
– 100 ათასი ტურისტის შემთხვევაში საქართველო მიიღებს – 250 მილიონ ლარს;
– 300 ათასი ტურისტის შემთხვევაში საქართველო მიიღებს – 625 მილიონ ლარს;
– 500 ათასი ტურისტის შემთხვევაში საქართველო მიიღებს – 1.25 მილიარდ ლარს.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტურიზმი ვერ იქნება ისეთ, როგორც იყო მანამდე და მას ვერც იმ მასშტაბის ინკლუზიურობა ექნება, როგოროც 2019 წელს გააჩნდა, რადგანაც ეს ტურისტები არა დაბალმხარჯველი მეზობელი ქვეყნებიდან, არამედ მაღალმხარჯველი ქვეყნებიდან იქნებიან წარმოდგენილნი. ინკლუზიურობა გაიზრდება ოპტიმისტური სცენარისკენ სვლის შემთხვევაში. თუმცა, პესიმისტურის შემთხვევაში მან შესაძლოა ინკლუზიურობა მინიმუმამდე დაიყვანოს.
გასათვალისწინებელია საქართველოს იმპორტდამოკიდებულებაც, რომელიც მიღებული შემოსავლების გარკვეულ ნაწილს ისევ უკან გაიტანს. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, შესაბამისი უსაფრთხოების ნორმების დაცვის პირობებში საქართველო მიიღებს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფინანსურ რესურს და მასთან ერთად სამუშაო ადგილებს და კრიზისის წარმატებით გადაგორების უფრო მაღალ ალბათობას” – წერს ვახტანგ ჭარაია.
მთავრობის მიერ შედგენილი ეკონომიკის გახსნის გეგმის თანახმად, საქართველოში შიდა ტურიზმი 15 ივნისიდან აღდგება, ხოლო უცხო ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების მიღებას საქართველო 1 ივლისიდან დაიწყებს.