2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 783.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 22.1 პროცენტით მეტია. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
საქსტატის ცნობით, ექსპორტი 1 461.5 მლნ. აშშ დოლარი იყო რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24.7 პროცენტით მეტი იყო, ხოლო იმპორტი 3 322.3 მლნ. აშშ დოლარი – ზრდამ 21.0 პროცენტი შეადგინა.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-მარტში 1 860.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 38.9 პროცენტია.