ჩანთები, წლევანდელ სეზონზე, მამაკაცების ჩაცმულობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აქსესუარია. როგორც საქართველოში, აგრეთვე მსოფლიოშიც ჩანთებზე ძალიან გაიზარდა მოთხოვნილება. შესაბამისად სამოდელო სახლები და დიზაინერები, მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობენ მომხმარებლებს. კრიტიკოსები კი სამი ძირითადი ტიპის ჩანთებს გვირჩევენ. მოდით ერთად ვნახოთ რა ტიპის ჩანთებზეა საუბარი:
კლასიკური ტიპის პორტფელი
ასეთი ტიპის ჩანთები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია მოცემულ სამეულში. პირველ რიგში იმიტომ, რომ კლასიკური აქსესუარები თითქმის ყველანაირ ჩაცმულობის სტილს უხდება, გარდა ამისა, არის ძალიან მდიდრული და „საქმიანი“. მოდის კრიტიკოსებიც, სწორედ ასეთი ტიპის ჩანთებს გვირჩევენ.
„ფოსტალიონის“ ჩანთა
ძალიან პოპულარული და მოდურია წლევანდელ წელს. ის უხდება ჩვეულებრივ, „ქეჟუალ“ ტიპის ჩაცმულობას და გარდა ამისა, საოცრად კომფორტული სატარებელია. ასეთი ტიპის ჩანთა, არაერთ მოდის ჩვენებაზე იქნა გამოყენებული.
სამგზავრო ჩანთა
დასახელებიდან გამომდინარე, მსგავსი ტიპის ჩანთა მხოლოდ მგზავრობისთვის უნდა გამოიყენებოდეს, თუმცა, თუ მოდის კრიტიკოსებს დავუჯერებთ, ამ სეზონზე მისი გამოყენება ყოველდღიურადაც შეიძლება. ასეთი ტიპის ჩანთები ძალიან პოპულარული და მოდურია. შესაბამისად, მისი გამოყენება ნებისმიერი დანიშნულებით გამართლებულია.