თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები – გიორგი ონიანი ზვიად კუპრავა 15:00 საათზე ბელარუსის საელჩოსთან საპროტესტო აქციას აანონსებენ.
როგორც პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, პროტესტის მიზეზი ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს უკავშირდება.
„3 საათზე, ბელარუსის საელჩოსთან, აქცია – „პერფომანსს“ გავმართავთ. პროტესტი ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს უკავშირდება, დანარჩენს საზოგადოება ადგილზე ნახავს.“ – განუცხადა „ფორტუნას“ გოგა ონიანმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 28 სექტემბერს, ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.