LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 რაიონი თბილისში, სადაც ხვალ ელექტროენერგია გაითიშება – ქუჩების ჩამონათვალი

383
ელექტროენერგია

17 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ინფორმაციას “თელასი” ავრცელებს და შექმნილი დისკომფორტის გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), თემქის დასახლების IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების, სამხედრო დასახლების, რამაზ შენგელიას, ილია ვეკუას, შეშელიძის, ხევძმარის, მარკ ბრონშტეინის, კორინთას, ხიზაბავრის, ომარ ხიზანიშვილის, ქერჩის, ახმეტელის და ალეკო გობრონიძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ავთანდილ ღოღობერიძის, ცოტნე დადიანის, ქსოვრელის, დაისის, ზესტაფონის, ღრმაღელის, კნოლევის, თამაზ ტოროშელიძის, მექანიზაციის, თმოგვის, ქართლის, გურამიშვილის, გვაზაურის და გუდამაყრის ქუჩების მოსახლეობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები