ცხოვრების მაღალი დონე, სასიამოვნო კლიმატი და ჯანმრთელობის კარგი დონე – როგორც წესი, ეს სამი პუნქტია ყველაზე მნიშვნელოვანი, რათა ასაკში ადამიანმა თავი კომფორტულად იგრძნოს.
პორტუგალია
ატლანტიკის ოკეანეში მდებარე მადეირა გამოირჩევა თბილი და ზომიერი კლიმატით. გეოგრაფიული მდებარეობის გამო აქ არ არის ყინვები და ექსტრემალური სიცხე, რაც ხანში შესულთა ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს.
ტერიტორიის დაახლოებით 60% ნაკრძალებს უკავია. პენსიონერებს შეუძლიათ ლამაზ ბუნებში სეირნობა და აქტიურად დასვენება.
ესპანეთი
ეს არის ადგილი, სადაც სიბერეს ვერ ამჩნევენ. ესპანეთს პენსიაზე გასვლის შემდეგ საუკეთესო ქვეყნად ასახელებენ. უცხოელებსაც უფასო სამედიცინო დახმარება აქვთ, თუ მინიმუმ 90 დღე არიან ქვეყანაში.
სიცოცხლის ხანგრძლივობით ესპანეთი მოწინავეა – 83.3 წელი. განვითარებული ფერმერობისა და მესაქონლეობის გამო პროდუქტები ხარისხით გამოირჩევა.
არგენტინა
სოციალური მომსახურების მხრივ ეს ქვეყანა კარგ შედეგებს აფიქსირებს.
პენსიის მიღება არგენტინაში რეზიდენტებსაც შეუძლიათ, საჭიროა ქვეყანაში 2 წლით ცხოვრება.